ოკუპანტებმა ლვოვი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით, იერიში ლვოვზე მიიტანეს, რომლის შედეგად სამრეწველო საწყობში ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ლვოვის რეგიონის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დანგრეული საწყობის ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, ექიმები დაშავებული მამაკაცის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ, ხოლო ქალი არ დაშავებულა.
აღნიშნულია, რომ ეს იყო “შაჰედების” ყველაზე ხანგრძლივი თავდასხმა. დრონები დაფრინავდნენ ქალაქის ისტორიული ცენტრის თავზე, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, მათ შორის მთავარი ბაზრის მოედნის თავზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან იყო გაშვებული, ლვოვამდე მათ 5 საათში ჩააღწიეს.