კონგოს ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე კონგოს გასწვრივ მდებარე ქალაქ ლისალში ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა, სულ მცირე, 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამის შესახებ ABC News წერს.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია Forces Vives-ის პრეზიდენტმა, მატიე მოლემ თქვა, მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის ზრდა, რადგან მაშველები ამ წუთებში დანგრეული სახლების გაწმენდით არიან დაკავებული.
მისივე თქმით, დაზარალებულები მთის ძირში აშენებულ სახლებში ცხოვრობდნენ. გუბერნატორმა სეზარ ლიმბაია მბანგისამ თქვა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ტექნიკა, რათა მოხდეს ნანგრევების დროული გაწმენდა და შესაძლო გადარჩენილების ამოყვანა.
პროვინციაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.