ახალი სანქციები შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს შეეხოს
ახალი სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის მიმართ დაამუშავა, წამყვან რუსულ სახელმწიფო ბანკებს და ნვთობკომპანიებს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ და ევროპულ პრესაში გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები კომპანია „გაზპრომნეფტ“-ს, ასევე გაზპრომბანკს შეეხება. როგორც „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ (Wall Street Journal) წერს, ამ კომპანიებს 30 დღის მეტი ხნით ევროკავშირში ნებისმიერი სესხის ფორმის მიღების საშუალება აღარ ექნებათ. დაფინანსების მიღების ვადა კი 90 დღით განისაზღვრება.
გარდა ამისა, იმ პირების სია გაფართოვდება, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ და ევროკავშირში აქტივებთან წვდომა შეეზღუდებათ. უცხოური პრესის ინფორმაციით, სიას დაახლოებით 25 გვარი დაემატება.
შეგახსენებთ, რომ სანქციების გამოცხადება დღეს, 8 სექტემბერს, არის დაგეგმილი. სანქციები შესაბამისი გადაწყვეტილების ოფიციალური ბიულეტენის გამოქვეყნების მეორე დღეს ამოქმედდება.