საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი 100%-იანი გრანტის მფობელ სტუდენტს, ქეთი თაბორიძეს შეხვდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 100% გრანტის მფობელ სტუდენტ ქეთი თაბორიძეს შეხვდნენ.
ქეთი თაბორიძემ სავანის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩააბარა და 100% გრანტი მიიღო.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქეთის მიღწეული წარმატებისათვის, მადლობის ბარათი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ის ასევე მიიღებს ფულად ჯილდოს მუნიციპალიტეტიდან.
მადლობის ბარათი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა სავანის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას.
საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას წარჩინებული სტუდენტებისათვის, 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული აქვს, ფულადი ჯილდოების გაცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები