ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს

16 სექტემბერს, ქალაქ ფოთში, ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელი გამორჩეულად აღინიშნება. ნიკოს ქალაქში, დღის მთავარი მოვლენაა საიუბილეო გალა-კონცერტი. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს.
“20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე გაიმართება გრანდიოზული მუსიკალური საღამო ქართული კლასიკური მუსიკისა და ესტრადის წარმომადგენელთა ვარსკვლავური შემადგენლობით. დღესასწაულის მთავარი სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე.
ფოთელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ჯგუფი ,,თეატრალურის კვარტეტი’’; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; ეკა მამალაძე; ნატალია ქუთათელაძე.
მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საჩვენებელი სპორტული გამოსვლები; საიუბილეო მხატვრული გამოფენები ; ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კლასიკური მუსიკის კონცერტი; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მარათონი გიორგი ნიკოლაძის თასზე ;ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატთა დაჯილდოება; ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია.
გიწვევთ დღესასწაულზე ნიკოს ქალაქში!”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები