დალაი-ლამა პუტინს მიმართავს

ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი-ლამა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ მძაფრ კრიტიკას იყენებს. ბუდისტების სულიერი ლიდერის აზრით, პუტინი ხელისუფლების სათავეში ზედმეტად დიდი ხნის მანძილზე იმყოფება.
„ეს იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მას (პუტინს) ეგოცენტრული შეხედულებები აქვს: მე, მე, მე! “. დალაი-ლამამ აღნიშნა, რომ სწორედ ამაში იმალება რუსეთის პრობლემების ძირი.
გარდა ამისა, დალაი-ლამას განცხადებით, ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი მოცემულ მომენტში არ ისწრაფვიან გლობალური პოლიტიკური სისტემის ნაწილი გახდნენ და თამაშის საერთაშორისო წესების მიღებისკენ. „პუტინი, როგორც ჩანს, ახალი ბერლინის კედლის აშენებას ცდილობს, თუმცა, ამასთან ზიანს საკუთარ ქვეყანას აყენებს“, – აღნიშნა დალაი-ლამამ.

10637659_830418560331717_24044497_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები