ხულოს მერმა სკოლის მოსწავლეებს და ადმინისტრაციას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხულოსა და განახლების საჯარო სკოლებს ეწვია და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

“ძვირფასო ბავშვებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებს. თქვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე ეტაპი იწყება. მინდა, წარმატებები გისურვოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის” – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

წელს ხულოს მუნიციპალიტეტში პირველ კლასში 174 მოსწავლე მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები