“კანონით, სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი, შესაბამისად, დავალიანება გაუნულდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა – შეწყვეტილი” – გიორგი ამილახვარი
“დავალიანება გაუნულდებათ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„ხუთი წლის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ეროვნული გამოცდებით ხელახლა უწევს ამისი მოპოვება. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა, ხუთი წელი. შესაბამისად, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული და არა შეწყვეტილი, მათ შეეხებათ გადაწყვეტილება, რადგან შეწყვეტილზე აზრი აღარ აქვს.
ვალს გავუნულებთ ყველა ბოლო ხუთი წლის სტატუსშეჩერებულ სტუდენტს. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სტატუსს როდის აღიდგენენ. შესაძლებელია, ეს იყოს წელსვე, გვინდა ასე მოვასწროთ. ამიტომაც მოხდა დღეს გამოცხადება, რათა წლევანდელ სასწავლო წელსვე შეძლონ სწავლის დაწყება. თუ ამას ვერ შეძლებენ, მათ ვალი ჩამოწერილი, განულებული ექნებათ და კანონით სადამდეც ექნებათ ვადა, სტატუსშეჩერებული სტატუსი ჰქონდეთ, მაშინ აღიდგენენ სტატუსს – იქნება ეს მომავალ წელს თუ იმის შემდეგ წელს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.