„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ არანაირი სხვაობა არც აქამდე ჰქონია” – შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ არანაირი სხვაობა არც აქამდე ჰქონია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„არანაირი სხვაობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ არც აქამდე ჰქონია. სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, რომ აღარ ვისაუბროთ იმ კავშირებზე, რომელიც „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებობს. ამას დამატებული ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკაა, წარმოაჩინოს ისე, თითქოს ხდება მისი ფრაგმენტაცია, სხვადასხვა ფლანგზე გადასროლის მიზნით, სინამდვილეში ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც უბრალოდ სხვადასხვა პოზიციიდან უტევს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები