ბაია კვიციანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის GESI-ის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ბაია კვიციანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის GESI-ის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გენდერული საბჭოს საქმიანობას, სამომავლო გეგმებს და ასევე, საბჭოსა და Mercy Corps-ს შორის თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებს.

„სტუმრებს გავაცანი ჩვენ მიერ საკანონმდებლო ჭრილში განხორციელებული ცვლილებები და ჩატარებული თემატური მოკვლევები. Mercy Corps-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იწყებენ ახალ პროექტს, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს ეხება. ჩვენ შევთანხმდით, რომ აღნიშნულ პროექტში გენდერული საბჭოც ჩაერთვება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაია კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები