რუსეთი დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, საჰაერო გზის დაკეტვას აპირებს

 რუსეთისთვის დამუშავებულ ახალ სანქციებზე საპასუხოდ კრემლმა შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თვითმფრინავების გადაადგილებაზე შეზღუდვა დააწესოს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გაზეთ „ვედომოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„იქნება თუ არა ახალი სანქციები – ეს მათ (დასავლეთის ქვეყნებს) უნდა ვკითხოთ, მაგრამ თუ ენერგეტიკასთან, ჩვენი ფინანსური სექტორისთვის შემდგომ შეზღუდვებთან დაკავშირებული სანქციები იქნება, ჩვენ იძულებულნი გავხდებით ასიმეტრიულად ვუპასუხოთ. მაგალითად, შეზღუდვები ტრანსპორტის სფეროში იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, რუსეთის თავზე ცა გახსნილია თვითმფრინავების გადაადგილებაზე, მაგრამ, თუ ჩვენ გვზღუდავენ, ჩვენ იძილებულნი ვართ პასუხი გავცეთ“, – განაცხადა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები