“ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში და მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ” – შალვა პაპუაშვილი
“ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში და მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოთარ ფარცხალაძეს უკვე ათი წელია, არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ის სანქციებში მოხვედრილია, როგორც კერძო პირი. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ. შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, პირველ ყოვლისა, მოიკვლევენ დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით და მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.