მეთიუ მილერი: ჩვენს მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული არც ერთი სანქცია არ შეცვლის აშშ-ის ხედვას საქართველოზე

ჩვენს მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული არც ერთი სანქცია არ შეცვლის აშშ-ის ხედვას საქართველოზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ იქონიებს გავლენას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე.

„მე არ მსურს, ასეთი დასკვნის გამოტანა. მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკური პირს. არ ვისაუბრებ თითოეული სანქციის დეტალებზე. გადაგამისამართებთ ჩვენს და სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, თუმცა 150 პირზე ცალ-ცალკე დეტალურად ვერ ვისაუბრებ.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით სოლიდარული ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებისადმი, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკანასკნელ 30 წელიწადში ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომლის ხედვასაც ვიზიარებთ, საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებულო ევროატლანტიკურ ოჯახში და ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ამ ხედვას ვერ შეცვლის ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები