ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, გარიგება შედგა – „ნაცმოძრაობა“ არ არის ისეთი კეთილშობილი ორგანიზაცია, რომელმაც არაფრის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭიროს, ისინი ამისთვის საფასურს მოითხოვენ

სალომე ზურაბიშვილი იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად. მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლებს ხვდება და მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან ისმენს და დიალოგი აქვს მათთან, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„იმპიჩმენტით შეშინებულმა მთელი რიგი შეხვედრები გამართა ოპოზიციასთან და როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, რომ ისინი არ დაესწრონ პარლამენტის სხდომას, მათ მიაღწიეს კონსენსუსს – „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

ვფიქრობ, ეს არის გარკვეული გარიგება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ისეთი კეთილშობილი ორგანიზაცია, რომელმაც არაფრის გამო მის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭიროს. ისინი ამისთვის საფასურს მოითხოვენ და ამის საფასური იქნება არა მხოლოდ სააკაშვილის გამოშვება. სალომე ზურაბიშვილის მისია უფრო გამოჩნდება 2024 წლის არჩევნებისას, როდესაც მას ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, ავნოს იმ პარტიას, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები