ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს – ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალი 3 პუნქტით წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული საბრალდებო დასკვნა პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს „კოლტის“ ტიპის რევოლვერის შეძენისას, ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა. მის წინააღმდეგ წარდგენილი კიდევ ერთი ბრალდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. აშშ-ის ფედერალური კანონის თანახმად, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულად მიიჩნევა.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები