„ფადი შაჰივით რომ იქცეოდა სააკაშვილი, იმიტომაც ვაკრიტიკებ“ – ალეკო ელისაშვილი

ის, რომ სააკაშვილი „საგულაოდ“ იყენებდა სახელმწიფო რესურსებს და თავის სიამოვნებისთვის ხან ქალებს დაატარებდა და არა მხოლოდ ქალებს და ფადი შაჰივით რომ იქცეოდა, იმიტომაც ვაკრიტიკებ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„11 თვის თავზე რომ თავდაცვის სამინისტრომ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ იქ რაღაც ხარჯები ყოფილა ამაზეც და ღარიბაშვილის ვოიაჟზეც უნდა დაიწყოს გამოძიება“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები