რუსეთმა შესაძლოა, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდოს

რუსეთმა შესაძლო,ა უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ყირიმს გაუგძელდება, – ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„უკრაინის ცალკეული ნაწილები ასევე ენერგოდეფიციტს განიცდიან და ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებენ და მას, ვინც ყირიმს ენერგიის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე ძალიან არაჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს, უნდა ესმოდეს, რომ შესაძლებელია სიმეტრიული ღონისძიებების ჩატარება“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა გაზეთ „ვედომოსტისთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები