მაია ბითაძე: მთელი დღეა, არასამთავრობო სექტორთან ერთად განვიხილავთ დარგობრივი მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებებს, სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციიდან ვერავინ ვიხილეთ

მთელი დღეა, არასამთავრობო სექტორთან ერთად განვიხილავთ დარგობრივი მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებებს. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც საქართველოს პარლამენტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ვიხილავთ თუ რა უნდა გაკეთდეს. ამ ღონისძიებაში საპარლამენტო ოპოზიციაც უნდა მონაწილეობდეს. სამწუხაროდ, დღეს საპარლამენტო ოპოზიციიდან ვერავინ ვიხილეთ, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა ამ ქვეყნისგან, ან ერთმანეთისგან.

„ის, რასაც ბოლო დღეებია, ვაკვირდებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა ამ ქვეყნისგან, ან ერთმანეთისგან. გამოჩნდა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ ნდობაც ძალიან დაბალ ნიშნულზე აქვთ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ოპოზიციაში გარკვეული კრიზისია, მათ შორის პოლიტიკური და ნდობის კუთხით, რაც ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება. აქვე მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვთქვა, რომ დღეს ჩვენ მთელი დღეა არასამთავრობო სექტორთან ერთად განვხილავთ დარგობრივი მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებებს. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც საქართველოს პარლამენტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ვიხილავთ თუ რა უნდა გაკეთდეს. ამ ღონისძიებაში საპარლამენტო ოპოზიციაც უნდა მონაწილეობდეს. სამწუხაროდ, დღეს საპარლამენტო ოპოზიციიდან ვერავინ ვიხილეთ და სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი თემები განვიხილეთ, რაც თითქოს მათ აინტერესებთ, იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, მეწყერი, თუ ასე შემდეგ, დღეს აქ არავინ იყო წარმოდგენილი, სამაგიეროდ, მთელი დღეა ჩვენი ოპოზიციური სპექტრი დაკავებულია იმით, რომ კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ქვეყნის მომავალს და თუნდაც მათი ამომრჩევლის დამოკიდებულებას მათდამი“, – აღნიშნა ბითაძემ “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები