ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესება, შესაძლოა, გადაიდოს
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესება, შესაძლოა, გადაიდოს. ინფორმაციას უცხოური მედია ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეიზე დაყრდნობით ავრცელებს.
“იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდება და მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყება, ჩვენ მზად ვართ, ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება გავაუქმოთ”, – განაცადა ჰერმან ვან რომპეიმ.
რაც შეეხება მარიუპოლში და დონეცკში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებს, როგორც ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, უნდა დაიცადონ და დააკვირდნენ, ასეთი ფაქტები გაგრძელდება, თუ დაფიქსირებული შემთხვევები გამონაკლისი იყო.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ გასულ კვირას გაავრცელეს ღია წერილი, სადაც საუბარი იყო, რომ ევროკავშირი გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 8 სექტემბრიდან აემოქმედებინა.