ვახტანგ ცინცაძე: „გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს”
მისი თქმით, ასევე ხაზგასასმელია, რომ იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 14 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ექსპორტის ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
მისივე თქმით, საექსპორტო პოტენციალის შემდგომი ზრდა, დივერსიფიკაცია და ექსპორტის სტრუქტურის ხარისხობრივი გაუმჯობესება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც პოზიტიურად აისახება კერძო სექტორის კონკურენტუნარიაბის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
„არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ველოდებით, რომ 2023 წელიც იქნება რეკორდული საგარეო-სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის მიმართულებით, ისევე, როგორც 2022 წელს გვქონდა რეკორდული მაჩვენებლები ყველა მიმართულებით საგარეო ვაჭრობაში”- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.