“ყველანაირად ვიქნებით მზად იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი” – ირაკლი კობახიძე

“ყველანაირად ვიქნებით მზად იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საბოლოოდ, ხედავთ, რომ მაქსიმალურად დავიწროვდა საკითხების წრე. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება – რომ ისინი აკვირდებიან სამ საკითხს. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ და მეტიც, უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას საგანგებოდ წარვუდგენთ საზოგადოებას იმის შესახებ, თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში, მომავალ კვირაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები