უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული კატარღა გაანადგურეს

უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა შავ ზღვაში რუსული კატარღა – KS-701 ტიპის „ტუნა“ გაანადგურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თავდაცვის ძალებმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში KS-701 ტიპის „ტუნა“ – მტრის კიდევ ერთი კატარღა გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კატარღა პატრულირებისთვის გამოიყენება.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბრის ღამეს სევასტოპოლში სარაკეტო დარტყმის შედეგად რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „მინსკი“განადგურდა, ასევე დაზიანდა დონის როსტოვის წყალქვეშა ნავი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები