ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი სრულად მოახდენს რომის წესდების რატიფიცირებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების რატიფიცირებას. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

რომის წესდების რატიფიცირების შემდეგ ქვეყნები ვალდებულნი არიან მათ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დააკავონ. შესაბამისი ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკვე გამოსცა.

ფაშინიანის მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს არ უკავშირდება.

„მთავრობამ რომის წესდება ეროვნულ ასამბლეაში გაგზავნა და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციიდან გამომდინარე, ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ეს არ ეხება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები