რუსი მებრძოლები მოკლული უკრაინელი ჯარისკაცების ფონზე სურათებს იღებენ (ფოტო 18+)
ინტერნეტში უკრაინელი სამხედროების დამახინჯებული ცხედრების ფოტოები გავრცელდა. ფოტოებზე მოკლული სამხედროების ფონზე რუსი მებრძოლებია გადაღებული. ასევე გავრცელდა კადრები, სადაც რუსი ჯარისკაცები უკრაინულ დროშას თელავენ. როგორც „ობოზრევატელი“ იუწყებოდა, ბატალიონ „აიდარის“ 11 მებრძოლე 6 სექტემბერს, იმის შემდეგ დაიღუპა, რაც რუსი სპეცნაზის ალყაში მოექცა.