„სისტემის მართვაში კრიმინალების დახმარება არ მჭირდება“
სისტემის მართვაში კრიმინალების დახმარება არ მჭირდება – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, მისი მინისტრობის პერიოდში სისტემა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.
“ზონებში მაყურებლები არ არიან. სისტემის მართვაში კრიმინალების დახმარება არ მჭირდება. შესაძლოა, ციხეში რომელიმე მსჯავრდებულმა სცადოს სხვებზე გავლენის მოპოვება, მაგრამ ამას ადმინისტრაცია არ წაახალისებს”, – განაცხადა მინისრტმა.