ჩრდილოეთ ფილიპინებსა და ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩრდილოეთ ფილიპინებსა და ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:03 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიღრმე 10 კილომეტრი იყო.
მედიის ცნობით, ბიძგები ასევე იგრძნობოდა ჩინეთში – სამხრეთ გუანდონგისა და აღმოსავლეთ ფუჯიანის პროვინციებში.
სტიქიის შედეგად დაღუპულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.