ათენის მახლობლად მომხდარ სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, ათენის მახლობლად, არტემიდას დასახლებაში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციის ინფორმაციით, სროლა შეიძლება ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებასთან იყოს დაკავშირებული.

ცხედრები არტემიდაში, ათენიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 12 მილის დაშორებით აღმოაჩინეს.

პოლიციაში მომხდარის დამატებით დეტალებზე, სროლის გარემოებებზე ან მსხვერპლთა ვინაობაზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა მსხვერპლი მამაკაცია და ისინი გარდაცვლილი მანქანაში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები