რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, სამხედრო თვითმფრინავი Su-24 ჩამოვარდა
რუსეთში, ვოლგოგრადის რაიონში, სამხედრო თვითმფრინავი Su-24 ჩამოვარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსული „ტელეგრამის“ არხებზე დაყრდნობით იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი ცოცხლები. შემთხვევის ადგილზე უკვე მივიდნენ სამაშველო სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს იყო სასწავლო ფრენა, თვითმფრინავში საბრძოლო მასალა არ იყო.
რუსეთს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.