ჩინეთში, წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა – მაომინგის ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
ჩინეთის სამხრეთით, ტაიფუნი „ჰაიკუის“ მიერ გამოწვეული ძლიერი წყალდიდობის დროს, მეცხოველეობის ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა.
ქალაქ მაომინგთან მდებარე გუანდონგის პროვინციაში ტყვეობისგან თავის დაღწევა, დაახლოებით, 75-მა ნიანგმა მოახერხა.
სამაშველო ჯგუფებმა ზოგიერთი მათგანის დასაკავებლად, უსაფრთხოების მიზნით, იარაღი და ელექტროშოკი გამოიყენეს.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, ამ დროისთვის რვა ქვეწარმავალია დაჭერილი.
ქალაქის ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ტაიფუნი „ჰაიკუი“ აზიის სამხრეთ ნაწილში უკვე ერთ კვირაზე მეტია ვრცელდება. ის ჩინეთს, ჰონგ კონგს, ტაივანსა და იაპონიას შეეხო.
სამხრეთ ჩინეთში ტაიფუნის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, სამი კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.