24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უკრაინელ ჯარისკაცებს ცეცხლი 10-ჯერ გაუხსნეს

რუსი სამხედროები სამშვიდობო შეთანხმებას კვლავ არღვევენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან უკრაინელ ჯარისკაცებს ცეცხლი 10-ჯერ გაუხსნეს. უკრაინელი სამხედროები საპასუხო სროლას მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ხსნიან.
„გუშინდელი საღამოდან მოწინააღმდეგე აქტიურ ქმედებებს ასრულებდა მარიუპოლის, დონეცკის და დებალცევოს რაიონებში. ასევე რუსმა სამხედროებმა და მებრძოლებმა ნაღმმტყორცნებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ჯდანოვკის, ზოლოტოეს, ნიჟნიაა კრინკას და ფაშევკას მიდამოებში გახსნეს. უკრაინელი სამხედროები მხოლოდ საპასუხო ცეცხლს და ისიც მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ხსნიან. ავიაცია და არტილერია უკრაინელების მხრიდან გამოყენებული არ იყო“, – წერს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები