მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2,9 ათასს გადააჭარბა, დაშავებულია 5,5 ათასზე მეტი ადამიანი

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2,9 ათასს გადააჭარბა, 5,5 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Hespress-ი სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2901-ს მიაღწია… დაშავებულია 5530 ადამიანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მაროკოში 9 სექტემბერს 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები