პუტინისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებებში მონაწილეობას შოიგუც მიიღებს

ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებებში მონაწილეობას რუსეთის თავდაცვის მინისტრიც მიიღებს.

​ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრა გათვალისწინებული არ არის.

კიმ ჩენ ინი უკვე რუსეთშია და ამჟამად მისი ბრონირებული მატარებელი ვლადივოსტოკისკენ მიემართება, სადაც კოლეგა პუტინთან მოლაპარაკება გაიმართება.

აშშ-ში ვარაუდობენ, რომ საუბარი შეეხება მოსკოვისთვის საბრძოლო მასალის და იარაღის მიწოდებას და აფრთხილებენ ფხენიანს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისგან. ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ ასეთი გარიგების შემთხვევაში ფხენიანს დამატებითი სანქციები დაუწესონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კიმ ჩენ ინს მოგზაურობაში სამხედრო მაღალჩინოსნები და სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლები ახლავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები