“აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში რუსეთის მიმართულების ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდება” – პუტინი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე
აშშ-ში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსული მიმართულებით ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები არ იქნება.
ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა.
„ვფიქრობ, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში რუსეთის მიმართულების ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა – ვინ აირჩევა პრეზიდენტად“, – თქვა მან.
კრემლის ლიდერის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მთელი ამერიკული საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ განაწყო, ისინი რუსეთის ფედერაციას მუდმივ მოწინააღმდეგედ ან მტრად განიხილავენ და ამას მოსახლეობას თავებში უნერგავენ.
„ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ამერიკული საზოგადოება ანტირუსულ სტილში და სულისკვეთებით. სწორედ ესაა საქმე. მათ ეს გააკეთეს და ახლა ძალიან გაუჭირდებათ მთელი ეს გემი სხვა მიმართულებით მოაბრუნონ, ეს პირველი. მეორე, ისინი რუსეთს უყურებენ, როგორც მუდმივ მტერს ან თუნდაც მოწინააღმდეგეს და ამას უნერგავენ თავში რიგით ამერიკელს, და ეს ცუდია, რადგან ეს საზოგადოებას განაწყობს“, – თქვა მან.