“რაც ტრამპთან დაკავშირებით ხდება, არის დევნა პოლიტიკური ნიშნით” – პუტინი

ყველაფერი, რაც დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ხდება, არის დევნა პოლიტიკური ნიშნით, შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა თავისი შიდა პრობლემები, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

„რაც შეეხება ტრამპის დევნას, ჩემი აზრით, ის – რაც დღეს ხდება, ჩვენთვის კარგია, რადგან ეს აჩვენებს ამერიკის პოლიტიკური სისტემის ლპობას, რომელიც ვერ ასწავლის სხვებს დემოკრატიას. ყველაფერი, რაც ხდება ტრამპთან დაკავშირებით, არის პოლიტიკური კონკურენტის დევნა პოლიტიკური ნიშნით“, – თქვა მან.

პუტინმა დასძინა, რომ ამით შეერთებული შტატები საკუთარ შიდა პრობლემებს ამხელს.

„კარგია, რადგან აჩვენებს ვინ გვებრძვის“, – აღნიშნა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

რაც შეეხება ბრალდებას, რომ ტრამპს რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, პუტინმა თქვა, რომ ეს არის „სრული სისულელე“.

„მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს რუსეთთან განსაკუთრებულ კავშირებში ადანაშაულებდნენ, რაც სრული სისულელეა, ბოდვა, მან პრეზიდენტობის დროს რუსეთს ყველაზე მეტი სანქცია დაუწესა. ამიტომ, რას უნდა ველოდოთ ახალი მომავლისგან, ვინც  უნდა იყოს ის, რთული სათქმელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე რადიკალურად შეიცვლება, რადგან ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ამერიკის საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ განაწყო”, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები