“დანიშნოს პარლამენტმა წლის ბოლოს თარიღი და მერე ვისაუბროთ” – პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ, კანონის თანახმად, ქვეყნის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი წლის ბოლოს უნდა დანიშნოს, შემდეგ კი მათში მონაწილეობაზე საუბარი იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ თქვა.
„კანონის შესაბამისად, ჩვენმა პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არჩევნები გამოცხადდება, თარიღი დასახელდება, მერე ვისაუბროთ“, – თქვა მან.
VIII აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 10-13 სექტემბერს ვლადივოსტოკში იმართება.