კიმ ჩენ ინი რუსეთშია
ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის ბრონირებული მატარებელი რუსეთის ტერიტორიაზეა და ვლადივოსტოკისკენ მოემართება.
ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ ვლადივოსტოკში ფხენიანის ლიდერი კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, თუმცა, კონკრეტულად როდის გაიმართება მათი შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.
კიმ ჩენ ინს სამხედრო ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატები და სამხედრო ლიდერები ახლავს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA იტყობინება, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში 9 სექტემბერს.
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ორი ქვეყნის ლიდერი მოსკოვისთვის საბრძოლო მასალის და იარაღის მიწოდებას განიხილავს.
როგორც Reuters-ი წერს, დელეგაციის შემადგენლობიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ მართლაც იყოს აქტუალური იარაღის გადაცემის საკითხი.
თეთრმა სახლმა მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, თავი შეიკავოს იარაღის მიწოდებისგან.
„როგორც უკვე განვაცხადეთ, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ გაგრძელდება კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის დროს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელიც ფხენიანმა აიღო და არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა.