დიდი ბრიტანეთი რუსეთს შავი ზღვის პორტში სამოქალაქო სატვირთო გემზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი 24 აგვისტოს შავი ზღვის პორტში სამოქალაქო სატვირთო გემზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოფიციალურმა პირმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემზე თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„18 აგვისტოდან ოდესიდან ოთხი სატვირთო გემი გავიდა. გასაიდუმლოებული დაზვერვის მონაცემების წყალობით, ვიცით, რომ რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს“, – განაცხადა სუნაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები