სომხეთმა და აშშ-მა ერევნის მახლობლად ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერევნის მახლობლად ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 10-დღიან წვრთნებში 85 ამერიკელი და 175 სომეხი ჯარისკაცი მონაწილეობს.

აღნიშნული წვრთნები მიზნად ისახავს სომხების მომზადებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად და ის დედაქალაქ ერევნის მახლობლად ორ სასწავლო მოედანზე მიმდინარეობს.

მცირე მასშტაბის მიუხედავად, წვრთნებმა რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს და თავს რეგიონში უსაფრთხოების მთავარ გარანტორად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები