თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, რომ რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს

North Korean leader Kim Jong Un reacts as the civil defense military parade commemorating the 75th anniversary of the founding of the Democratic People's Republic of Korea is held in Pyongyang, September 9, 2023. KCNA via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS IMAGE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. REUTERS IS UNABLE TO INDEPENDENTLY VERIFY THIS IMAGE. NO THIRD PARTY SALES. SOUTH KOREA OUT. NO COMMERCIAL OR EDITORIAL SALES IN SOUTH KOREA. REFILE- CORRECTING DATE

თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, რომ არ მიაწოდოს და არ მიყიდოს იარაღი რუსეთს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„როგორც უკვე განვაცხადეთ, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ გაგრძელდება კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის დროს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელიც ფხენიანმა აიღო და არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა.

კრემლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს რამდენიმე დღეში ეწვევა. დასავლური მედია ვიზიტის სავარაუდო თარიღად 13 სექტემბერს ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები