მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა, ამდენივე დაშავებულია.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  1400-ზე მეტ ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვს, ყველაზე დიდი მსხვერპლი მარაკეშის სამხრეთით მდებარე პროვინციებშია.

8 სექტემბერს, ღამით მარაკეშსა და ბევრ ქალაქში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

გამოცხადებულია სამდღიანი ეროვნული გლოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები