ყირიმელი რუსი ქალბატონი: ყბის აგებულება ხელს გვიშლის უკრაინული ენის შესწავლაში (ვიდეო)
ოკუპირებული ყირიმის მკვიდრმა, რუსმა ქალბატონმა „მეცნიერულად“ ახსნა , თუ რატომ არ სურთ რუსებს სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ენების შესწავლა. ტელეარხ „АТР“-ის კორესპოდენტის კითხვაზე , „აუცილებელია თუ არა სამი სახელმწიფო ენის: რუსულის, უკრაინულის და ყირიმული თათრულის შესწავლა?“ ყირიმის მკვიდრმა ქალბატონმა ღიად განაცხადა, რომ არც ის და არც სხვები მათ შესწავლას არ აპირებენ და არც სხვებს ურჩევენ, რადგან ისინი „რა ოხრობად სჭირდებათ?!“.
ეს აზრი მან საბოლოოდ იმით ახსნა, რომ რუს ადამიანს ყბის აგებულება ხელს უშლის სხვა ენებზე ისაუბროს. საინტერესოა, რომ ქალბატონის შვილი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა . მისი სიტყვებით, მან „სპეციალურად არ ისწავლა „ფაშისტური“ ინგლისური ენა, მაგრამ როგორც კი გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, ავტომატურად ალაპარაკდა ინგლისურად“. რუსი რესპოდენტის თქმით, მისი შვილისთვის ფაშისტური ენების რიცხვს უკრაინულიც მიეკუთვნება.
წყარო: CHARTER97.ORG
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sZI7lsw83Z8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]