აშშ, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და ნორვეგია უკრაინას იარაღს მიაწვდიან

   იარაღის მიწოდების თაობაზე უკრაინამ აშშ-სთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, პოლონეთთან და ნორვეგიასთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი იური ლუცენკო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინა აშშ-ს, საფრანგეთს, იტალიას, პოლონეთს და ნორვეგიას თანამედროვე იარაღის მიწოდებაზე შეუთანხმდა. ლუცენკოს განცხადებით, ეს შეთანხმება ნატოს სამიტზე შედგა. მისი ვარაუდით, ეს უკრაინას შესაძლობლობას მისცემს არა მარტო ახალი ფორმაციის არმიის შესაქმნელად, არამედ უახლოეს მომავალში ნატოში გასაწევრიანებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები