“პრიგოჟინი პუტინმა მოკლა, ყოველ შემთხვევაში – ასეთი ინფორმაცია გვაქვს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელის თვითმფრინავის კატასტროფის მიღმა კრემლი დგას.
ამ კონტექსტში, მან კიევში ვლადიმერ პუტინი ახსენა.
„პუტინი ჩაიფუშა, როგორც ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი. მან მოკლა პრიგოჟინი, ყოველ შემთხვევაში – ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს. როდესაც ცას პრიგოჟინი დააკლდა, უკრაინაში გლოვის დღეები არ გვქონია. ჩვენთვის ეს არის ერთი ტერორისტით ნაკლები. რუსების მორალური სულისკვეთება დაეცა იმის გამო, რომ ისინი იმალებოდნენ “ვაგნერელების” უკან, წინ უშვებდნენ, მათ უკან დაბრუნების უფლება არ ჰქონდათ. მე ვფიქრობ, რომ მათ დაკარგეს ეს დაცვა, რომლის დროს დაქირავებულების სიცოცხლეების მიღმა იმალებოდნენ, “ვაგნერელების” – ეს დაკარგეს. ჩვენთვის ეს ცალსახა პლუსია”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა მონაცემების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ პუტინი შეიძლება, იყოს პრიგოჟინის დაღუპვასთან კავშირში.