ჰოლანდიელმა მთარგმნელმა ჰანს ბოლანდმა პუტინისგან ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა
ჰოლანდიელმა მთარგმნელმა ჰანს ბოლანდმა, ვლადიმერ პუტინის გამო პუშკინის სახელობის ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ბოლანდმა 26 მაისს ჰოლანდიაში რუსეთის კულტურის ატაშე ფიოდორ ვორონინისგან კრემლში მიწვევა მიიღო, თუმცა მან ვორონინს წერილით უარი გაუგზავნა.
“დიდი სიამოვნებით მივიღებდი ჯილდოს, რომ არა თქვენი პრეზიდენტი, რომლის მოქმედებები და აზრები ამაზრზენია. ის წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენ პლანეტაზე თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. ღმერთმა ქნას, რომ მისი “იდეალები” უახლოეს პერიოდში განადგურდეს. მასსა და ჩემს შორის ნებისმიერი კავშირი ამაზრზენი და მიუღებელია” , – წერს ჰოლანდიელი მთარგმნელი ვორონინისადმი წერილში.