ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 79-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის ცალმხრივად აღდგენილია.