„ოლიმპის“ ექსკალათბურთელმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა (ვიდეო)

საკალათბურთო გუნდ „ოლიმპის“ ექსკალათბურთელმა ლატვიელმა მარტინას ანდრიუკაიტისმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი „DELFI“ ავრცელებს. ინციდენტი 4 სექტემბერს გვიან საღამოს მოხდა.
ადგილზე მისულმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო, ანდრიუკაიტისი კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გვიან ღამით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა. კარიერის განმავლობაში მარტინას ანდრიუკაიტისი ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის გარდა, საკლუბო დონეზე კლუბებში „ჟალგირისში“, „პოლიტექნიკა“-სა და „დნეპრში“ ასპარეზობდა. გასულ წელს მან კარიერა ქართულ „ოლიმპში“დაასრულა, რის შემდეგაც დაცვის სააგენტოში მუშაობდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=xZSieMYo9ss” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები