ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა შეძლეს რუსული თავდაცვის გარღვევა და კონტრშეტევაში პროგრესს მიაღწიეს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, – იტყობინება AFP.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა, მისი არმია მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმიად მიიჩნეოდა, „ახლა კი რუსული არმია – უკრაინაში მეორე ძლიერი არმიაა“.
”უკრაინელები თანდათან ძლიერდებიან და ეს ადასტურებს ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ისევე – როგორც ჩვენს შესაძლებლობას და სურვილს, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა”, – განუცხადა მან დეპუტატებს.
სტოლტენბერგის თქმით, „ეს არის მძიმე ბრძოლები, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსული ჯარების თავდაცვითი ხაზების გარღვევა და ისინი წინ მიიწევენ“.
მან აღნიშნა ნაღმების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რაც აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას.
“მაგრამ უკრაინელებმა გადაწყვიტეს, შეტევა განახორციელონ, რადგან ისინი აპირებენ თავიანთი მიწის გათავისუფლებას და ისინი პროგრესირებენ. შესაძლოა, არც ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ისინი თანდათან მიიწევენ წინ, დაახლოებით, 100 მეტრით დღეში”, – განაცხადა მან.
იენს სტოლტენბერგმა ასევე ხაზის გაუსვა, რომ “ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნებისმიერ ომში ჩვენ ვიხილოთ მხოლოდ იმ მხარის გამარჯვება, რომელსაც მხარს ვუჭერთ. იქნება როგორც ცუდი, ასევე კარგი დღეები. ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინასთან არა მხოლოდ კარგ დროს, არამედ – ცუდშიც”.
გენერალური მდივნის თქმით, „ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, როცა ისინი იგებენ, ხოლო როცა წააგებენ, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“.