არიელ ცუკერმანი – თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე

23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 23, 24 და 30 სექტემბერს თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრის სცენაზე მსმენელი არიელ ცუკერმანს მოუსმენს.
„დირიჟორი არიელ ცუკერმანი თავისუფალი სულის მუსიკოსი და მხატვრული შესაძლებლობების მკვლევარია. ყველა ეპოქის მუსიკა, რომელსაც მისი რეპერტუარი მოიცავს, საინტერესო და არაორდინარულ პროგრამებში აისახება. მისი ტექნიკური და მუსიკალური სტანდარტები, შემოქმედებითობასთან, ულევ ენერგიასა და ჰუმანურობასთან ერთად, ორკესტრებზე, სოლისტებსა და მსმენელზე განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები