ინდოეთსა და პაკისტანში წყალდიდობას 200 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთსა და პაკისტანში წყალდიდობის შედეგად სულ ცოტა 200 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება. პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, მათ მხარეს სულ ცოტა 110 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობა ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა.
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, რის გამოც მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
სამაშველო ოპერაციაში ორივე ქვეყნის საჯარისო დანაყოფები მონაწილეობენ, ხოლო გარე სამყაროს მოწყვეტილ რაიონებში ვერტმფრენები გაიგზავნა.