მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი ოპოზიციას ხელისუფლების პიარული პრორუსობის ნარატივში მიჰყვება და შემდეგ ეკითხება მთავრობას, რატომ არ აძლევენ ვიზიტების ნებართვას

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უმტკიცებს საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას, რომ შარშანაც არ იმსახურებდა და წელსაც არ ასრულებს რეკომენდაციებს ხელისუფლება და მხოლოდ ხალხი იმსახურებს სტატუსს, ამაზე დიდი საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის მიმართ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციას მოქმედი ხელისუფლების პრორუსობის ნარატივში მიჰყვება და შემდეგ ეკითხება მთავრობას, თუ რატომ არ აძლევენ საგარეო ვიზიტების ნებართვას მას, რომელიც პიარული გარუსების ნარატივში მიჰყვება ომის პარტიის აქაურ წარმომადგენლებს.

„უფრო მეტიც – პარლამენტში მოვიდა და საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვა დაგვისვა – სად ხართო, ანუ, ოპოზიციას მოქმედი ხელისუფლების პრორუსობის ნარატივში მიჰყვება და შემდეგ ეკითხება მთავრობას, თუ რატომ არ აძლევენ [საგარეო ვიზიტების] ნებართვას მას, რომელიც პიარული გარუსების ნარატივში მიჰყვება ომის პარტიის აქაურ წარმომადგენლებს. შესაბამისად, უფრო ლოგიკური არაფერი შეიძლება იყო, ვიდრე მთავრობის არ დათანხმება იმ ადამიანის და ამ შემთხვევაში სამწუხაროდ პრეზიდენტის ვიზიტზე, რომელიც შარშან ამბობდა, რომ არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა, მაშინ როდესაც თითქმის ყველა რეკომენდაცია შესრულებულია. ამასაც კი არ აღიარებს პრეზიდენტი. ჟიურიზე, რომელიც ცდილობს ამ საკითხში ობიექტური იყოს, ამაზე უარესს შეფასებას უკეთებს საკუთარ ქვეყანას. საკუთარი ქვეყნის მტრობა, უფრო მეტად წარმოუდგენელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები